დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 20 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 18 008 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 96 860 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 768 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 77 932-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 894-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 24 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, 20 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 226 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 411 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 879 პირია.
NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 106 785 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.