დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა.
stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534 პირი. 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.




























