კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 218-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოფიციალურ გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული ინფორმაცია.
დღეს კორონავირუსის დადსტურებულმა შემთხვევებმა სულ ჯამში 8-ით მოიმატა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 50 პირი. კორონავირუსის ინფექციით საქართველოში გარდაცვლილია სულ 3 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 პირი.