მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ეფექტი-სასტუმრო გალერი პალასმა თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა

5e67ac64d3256
ანა ჯოხაძე
10.03.20 20:00
992
სასტუმრო გალერი პალასმა თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა- ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა თამარ სიხარულიძემ განუცხადა. როგორც სიხარულიძე ამბობს, სასტუმროში ჯავშნების გაუქმება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მაშინ როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სასტუმროს გენერალური მენეჯერის განმარტებით, მარტში სასტუმრო ნომრების 55% დაჯავშნილი იყო, თუმცა დღეს ეს რიცხვი 7-8%-მდეა შემცირებული.

“ჩვენს სასტუმროს რაც შეეხება, სადღაც 55% უკვე გვქონდა ჯავშნები, ამ ეტაპზე ჯავშნების რაოდენობა გვაქვს 7-8%. ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე, რადგან ეს არის უფრო ბიზნეს კლასის სასტუმრო, გვყავდა შედარებით მაღალბიუჯეტიანი სტუმრები. ჩინეთის ბაზარი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის გარდა ანალოგიურად მუსულმანური ქვეყნებიდან ძირითადად მარტში ჩამოდიან. აქედან გამომდინარე წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ზუსტ რიცხვებს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დიდი ზარალი მიიღო სასტუმრომ.

ფინანსური შემოსავალი აისახა იმაზე, რომ თებერვლის ბოლოს როგორც კი გააქტიურდა ჯავშნების გაუქმება და უკვე მოლოდინები მარტის თვეზე აღარ გვქონდა პოზიციტიური თანაშრომლების თითქმის ნახევარი გავუშვით უხელფასო შვებულებაში”-ამბობს სასტუმრო “გალერი პალასის” გენერალური მენეჯერი თამარ სიხარულიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები