იტალია კორონავირუსის გამო სკოლებს მარტის შუა რიცხვებამდე დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა მიზნად ისახავს ვირუსის აფეთქების შეჩერებას, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით, 79 ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც იტალიის მთავრობა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება 8.7 მილიონი ბავშვის და სტუდენტის, ასევე მათი ოჯახის წევრების დაცვას ითავლისწინებს.
იტალიამდე, სასწავლო პროცესის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამაც მიიღო. იაპონიამ სკოლები აპრილამდე დახურა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 2,502 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; მათ შორის 229 ინფიცირებული ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.




























