მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო - რეიტინგი

648ae0bf5ef1c
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.23 14:35
665
2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება. მაისში რუსეთიდან სულ 155 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც წინა თვეში 44 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, საიდანაც გზავნილები წლიურად 20%-ით არის მომატებული. მესამე ადგილს 38 მილიონის გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. 

მაისში შემოსული ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

1) რუსეთის ფედერაცია - 155 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -51%
2) იტალია - 44 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20%
3) აშშ - 38 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 38%
4) საბერძნეთი - 21 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5%
5) ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4%
6) გერმანია - 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 48%
7) ისრაელი - 18 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 13%
8) თურქეთი - 15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 80%
9) ესპანეთი - 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 10%
10) საფრანგეთი - 5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 24%
11) ყირგიზეთი - 5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21%
12) გაერთიანებული სამეფო - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 41%
13) ირლანდია - 4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%
14) აზერბაიჯანი - 3.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -20%
15) პოლონეთი - 2.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -27%
16) კანადა - 2.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%
17) ერაყი - 2.0 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 391%
18) კვიპროსი - 1.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 21%
19) სომხეთი - 1.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 10%
20) ტაჯიკეთი - 1.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -13%.

2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.9 მლნ აშშ დოლარი (78.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.9%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები