მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიაში გემიდან ათასობით მგზავრს ნაპირზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ

5e331a215af0b
BM.GE
31.01.20 00:00
1547
იტალიის საპორტო ქალაქ ჩივიტავეკიაში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც 6000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, ნაპირეზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. ამის მიზეზი ბორტზე მყოფი ორი ჩინელი მგზავრია, რომლებზეც გაჩნდა ეჭვი, რომ კორონავირუსი აქვთ, ვინაიდან ერთ-ერთ მათგანს სიცხე ჰქონდა და შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მგზავრების შემოწმების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათ კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ჯერ უცნობია მათ ნაპირზე გადასვლის უფლებას მისცემენ თუ არა მანამ, ვიდრე საბოლოო პასუხი გახდება ცნობილი.

ხუთშაბათს დილით თავდაპირველად გემი 1 140 მგზავრს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, ქალაქის მერმა მათ ამის უფლება არ მისცა. „გაგიჟდით? ვინ მოგცათ გადმოსხმის ბრძანება?“, - მიმართა ყვირილით მერმა ოფიციალურ პირებს, ამის შესახებ გაზეთი Repubblica წერს.

ჩინელი მგზავრის ანალიზს Lazzaro Spallanzani-ს ინფექციური დაავადების ეროვნულ ინსტიტუტში იკვლევენ, რომლის საბოლოო პასუხები სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, 48 საათში იქნება ცნობილი.