მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის Pfizer-ის ერთი დოზაა საკმარისი - კვლევა

602fcb98ceabd
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.21 19:12
1662
სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც ისრაელში Sheba Medical Center-ში ჩატარდა. ახალი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინის ერთი დოზაა საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის, რომლის ეფექტიანობაც, დაახლოებით, 85%-ია. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ BioNTech/Pfizer კოვიდ-ვაქცინის შენახვა/ტრანსპორტირებისთვის აღარ არის აუცილებელი -80 გრადუსი ცელსიუსის სიცივის ჯაჭვი. კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატი, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში კარგად ინახება -15-იდან -25-მდე გრადუს ცელსიუსზე.

BioNTech-ის ხელმძღვანელის უგურ შაჰინის განცხადებით, აღნიშნული კვლევა ძალიან დაეხმარებათ იმუნიზაციის ცენტრებს და მათ „მოქნილი ქმედების შესაძლებლობას მისცემს“. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია, თავის მხრივ, განაგრძობს მუშაობას ვაქცინის ტრანსპორტირების გაიოლების საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ BioNTech/Pfizer კოვიდ-ვაქცინა არის პირველი პრეპარატი, რომელმაც როგორც ამერიკელი მარეგულირებლის, ასევე, ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები