"ტვ პირველის" ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდაა. ის მკურნალობდა 70 წლის პაციენტს, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელიც.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 103 შემთხვევაა, ხოლო გამოჯანრთელებულია 20 პაციენტი.