კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 425–მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე გვერდის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111–ია. კარატინის რეჟიმში 5126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 578.




























