მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

5e9039b30c0ad
დავით ჯალაღონია
10.04.20 13:16
1015
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

"საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს", - განაცხადა იმნაძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, სულ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 230-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4908 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები