მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კორპორაციულ მდგრადობა - ეს ჩვენი დნმ-ის ნაწილია“ - "აჭარისწყალი ჯორჯია“

აჭარისწყალი ჯორჯია

"აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბჰატი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კორპორაციული მდგრადობა, მათი დნმ-ის ნაწილია.

მისი ინფორმაციით, "აჭარისწყალი ჯორჯია” ნორვეგიული კომპანია Clean energy invest-ისა და ინდური, Tata power group -ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს საქართველოში. აღნიშნული, საქართველოს შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების 4-5%-ს აკმაყოფილებს.

„ჩვენ ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის შუა ხევის ჰესების კასკადს ვფლობთ საქართველოში, რომელიც საქართველოს შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების 4-5%-ს აკმაყოფილებს. კასკადი 178 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესსა და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესს მოიცავს. შუახევის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი ობიექტია საქართველოს ენერგოსექტორისთვის, რომელიც გარკვეულწილად აკმაყოფილებს საქართველოს ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ამავდროულად ენერგია გაგვაქვს ექსპორტზე, თურქეთის მიმართულებით.

უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში საქმიანობას ვახორციელებთ. მშენებლობა 2014 წელს დავიწყეთ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წელს. ანუ, უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც ვმუშაობთ. ჰიდროელექტროსადგური ძალიან კარგად მუშაობს მიწოდებისა და გამომუშავების მოცულობის თვალსაზრისით. გასული წელი, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა სატიშ ბჰატიმ.

მისივე თქმით, "აჭარისწყალი ჯორჯია" გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და მისი სტანდარტების შესაბამისად, გასულ წელს 6 მიზანი განისაზღვრა, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრას, გენდერულ თანასწორობას, ხარისხიან განათლებას, ღირსეულ სამუშაოს და ეკონომიკურ ზრდას, კლიმატის მდგრადობის მიღწევას მოიცავს.

"რამდენადაც სუფთა ენერგიის მწარმოებელი კომპანია ვართ, ჩვენ გარკვეულწილად წარმოვადგენთ კლიმატის შესაბამის კომპანიას, თუმცა რაც შეეხება მიწოდების სტანდარტებთან შესაბამისობისა და სოციალური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები და როლები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მაგალითად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ISO 14001 სტანდარტით, როდესაც საქმე გარემოს დაცვის შესაბამისობას ეხება, ასევე ვიზიარებთ ISO 26000-ის მოთხოვნებს, რომელიც საუბრობს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ვხელმძღვანელობთ ISO 46000, რომელიც დაწესებულებების მართვის წესებსა და სხვა საკითხებს ეხება. ჩვენი საქმიანობა მუდმივად სერტიფიცირებული აუდიტორების მიერ მოწმდება, ამ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.

ჩვენ სისტემური მიდგომა გვაქვს. ეს არის პროცესი, რომლითაც შესაბამისი სფეროებისთვის მიზნებს ვისახავთ. მაგალითად, გვაქვს შესაბამისობის მიზნები, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობის მიზნები და გვაქვს ტექნოლოგიური ინოვაციების მიზნები, რაც ერთობლიობაში ხელს უწყობს მდგრადობას. წლის დასაწყისში ვისახავთ მიზნებს, ვამტკიცებთ ბიუჯეტს და შემდეგ, უზრუნველვყოფთ მათ შესრულებას. რაც შეეხება კორპორაციულ მდგრადობას, ეს ჩვენი დნმ-ს ნაწილია. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად მივუდექით. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან, სამთავრობო უწყებებთან და სხვებთან ერთად, ვიკვლევთ დაინტერესებული მხარეების საჭიროებებს, რეგულარულად ვხვდებით ადგილობრივ თემებს და იდენტიფიცირებას ვუკეთებთ მათ მოთხოვნებს, საჭიროებებსა და ა.შ“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მისივე ცნობით, კომპანიის პარტნიორი, Tata power group 109 წლის ელექტროსადგურს ამუშავებს, შესაბამისად, კომპანიას აქვს ენერგოსექტორში მუშაობის ექსპერტიზა, ეს იქნება გენერირება, მიწოდება, განაწილება თუ სხვა დამატებითი ღირებულების სერვისი.

„ჩვენ შემოგვაქვს უზარმაზარი გამოცდილება და შესაძლებლობები საქართველოში, შესაბამისად, წარმატებით ვმართავთ ჩვენს ჰიდრო ობიექტებს ევროპული სტანდარტებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტექნოლოგიას, CSR-ს და როდესაც საქმე ეხება მდგრადობის მიზნების შესრულებას. ჩვენ ყველა ძირითადი მიზანი გვაქვს შერჩეული და ვმოქმედებთ შესაბამისად.

საპროექტო ეტაპზევე ვგეგმავთ პროექტს მუნიციპალიტეტებთან და მერებთან კოორდინაციით იმ არეალში, სადაც საქმიანობას ვეწევით. კონცეპტუალიზაციის ეტაპიდან, განხორციელების ეტაპამდე სისტემური პროცესია, რომელიც იგეგმება ყოველწლიურად, შესაბამისი ბიუჯეტით“, - განმარტავს სატიშ ბჰატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები