მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება გარკვეულწილად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აისახა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ სახელმწიფომ უკანასკნელ პერიოდში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ზომების გამო შეაჩერა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რაც ამ პროექტების განხორციელებაში ჩართული პირების სავარაუდო კორუფციულ საქმიანობებს უკავშირდებოდა. ირაკლი კორძახიას თქმით ამის გამო აღნიშნული პროექტების ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელი გეგმას ჩამოუვარდება.

"ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი გარკვეულწილად აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა, თუმცა, რაც წლის დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე, მომავალ წელს ეკონომიკას სერიოზულად დაემატება.

ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის, სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და საერთოდ ყველა პროექტი განხორციელდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი. ამასაც, ბუნებრივია, იღებს საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ მთავრობას სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე არსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით წარსდგა. ჯერჯერობით უცნობია რა პროექტები განიხილეს სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები