საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანაში 67,2 მლნ აშშ დოლარის დაახლოებით 2100 ტონა კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებები შემოვიდა, ხოლო 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტმა 54,3 მლნ აშშ დოლარი და 1972 ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო ნაკლები იყო. წელს კი, ზრდა 24%-ია.
ქვეყანაში ყველაზე დიდი ოდენობით თანხობრივად კოსმეტიკა საფრანგეთიდან შემოდის, რაოდენობრივად კი - პოლონეთიდან.
TOP-10 კოსმეტიკური საშუალებების საიმპორტო ქვეყანა შემდეგია (იანვარ-ივლისი, 2026):
- საფრანგეთი - 17,2 მლნ აშშ დოლარი - 281 ტონა
- იტალია - 5,7 მლნ აშშ დოლარი - 64 ტონა
- პოლონეთი - 5,45 მლნ აშშ დოლარი - 307 ტონა
- გერმანია - 5,4 მლნ აშშ დოლარი - 127 ტონა
- კორეის რესპუბლიკა - 4,7 მლნ აშშ დოლარი - 90 ტონა
- ესპანეთი - 3,7 მლნ აშშ დოლარი - 194 ტონა
- აშშ - 2,9 მლნ აშშ დოლარი - 21 ტონა
- რუსეთი - 2,8 მლნ აშშ დოლარი - 143 ტონა
- ჩინეთი - 2,15 მლნ აშშ დოლარი - 302 ტონა
- გაერთიანებული სამეფო - 2,12 მლნ აშშ დოლარი - 109 ტონა
მონაცემები ცხადყოფს, რომ წელს, საქართველოში ყველაზე იაფად კოსმეტიკური საშუალებები ჩინეთიდან შემოაქვს, ყველაზე ძვირი კი - ამერიკული ნაწარმი ჯდება.




























