მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოსოვო და სერბეთი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

6418b78e275c7
მარიამ ვარადაშვილი
20.03.23 23:45
694
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ კოსოვომ და სერბეთმა ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

საუბარია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, რამაც ურთიერთობის ნორმალიზება უნდა უზრუნველყოს.  "შეთანხმება შედგა",-დაწერა ტვიტერზე ბორელმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ ალბინ კურტისთან რამდენიმე საათაინი მოლაპარაკეკების შემდეგ.

თავის მხრივ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას პრიშტინასთან, მაგრამ არ მოაწერს ხელს კოსოვოსთან საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რადგან არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. "განსხვევებების მიუხედავად, ნორმალური საუბარი გვქონდა",- დასძინა მან. 

ევროკავშირის მხარდაჭერით კოსოვო და სერბეთი 2008 წლიდან ჩართულნი არიან მოლაპარაკების პროცესში, ანუ მას შემდეგ, რაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც სერბეთი არ აღიარებს და საკუთარ სეპარატისტულ რეგიონად მიიჩნევს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები