მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოსტავას ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

6393222e002cf
ინგა მურუსიძე
09.12.22 16:00
757
თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პაატა ტოგონიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკამები და ურნები, ასევე, მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები