მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული - "თბილისი ენერჯი"

5f5240cb45ec1
BM.GE
04.09.20 17:24
1103
კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული- ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

"ფართი სადაც აფეთქება მოხდა, "თბილისი ენერჯის" აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.

კომპანია “თბილისი ენერჯის” სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პირველადი მოკვლევის შედეგად ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში",- ნათქვამია განცხადებაში.

კლუბ "დეჟავუში" მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა 1 ადამიანი, დაშავდა -2.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები