მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოტეჯები, აუზი, პადელის მოედანი... - "მტევინო" ტურისტული ობიექტის განვითარებაზე მუშაობს

მტევინო

ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინო“ ტურისტული ობიექტის განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ზაუტაშვილმა განაცხადა.

სასტუმრო საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში, მდებარეობს და კომპლექსი ღვინის საწარმოს „მტევინო“ მოიცავს. თუმცა უახლოეს მომავალში, სასტუმროს გაფართოება და განვითარება იგეგმება.

ნიკოლოზ ზაუტაშვილის ინფორმაციით, კომპლექსში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული განვითარებაა დაგეგმილი, კერძოდ ობიექტს აუზი დაემატება, რაც სავარაუდოდ თავისი ინფრასტრუქტურით სექტემბერში უნდა დასრულდეს. ამასთან, პადელის მოედნის დამატებაცაა დაგეგმილი, ხოლო მომავალ წელს, გაზაფხულზე, ტურისტულ ობიექტს 15 კოტეჯი უნდა დაემატოს.

„დაახლოებით 3 ჰა მიწა გვაქვს ასათვისებელი, სადაც ველობილიკები, პადელის მოედანი, საცურაო აუზი, კოტეჯები და ბავშვთა გასართობი ზონა გაკეთდება. მიმდინარე წელს, აუზის და პადელის მოედნის დამატებას ვგეგმავთ, რაც სავარაუდოდ თავისი ინფრასტრუქტურით სექტემბერში უნდა დასრულდეს. ასევე, მომავალ წელს, გაზაფხულზე კოტეჯების დამატებაც იგეგმება, რადგან მომხმარებლების მხრიდან დარჩენის მსურველთა რაოდენობა დიდია. ჯამში ობიექტს 15 კოტეჯი უნდა დაემატოს, სადაც 45-60 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ. ეს იქნება Family Cottage ტიპის, სადაც ერთ კოტეჯში 4 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი. 2025 წლის აპრილის ბოლო კოტეჯები დასრულებული და დამონტაჟებული უნდა იყოს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით $1 მლნ - ს შეადგენს“, - აცხადებს ნიკოლოზ ზაუტაშვილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, ტურისტულ ობიექტზე განთავსების ღირებულების კალკულაცია არ მომხდარა. თუმცა იქნება როგორც დღიური პაკეტები, ასევე ხანგრძლივად დარჩენის მსურველი სტუმრებისთვის შეთავაზებებიც.

ცნობისთვის, სასტუმრო საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში, მდებარეობს და კომპლექტი ღვინის საწარმოს „მტევინო“ მოიცავს. „მტევინოს“ 2-კაციან ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება საუზმის ჩათვლით, კვლავ 160 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები