მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KovZy - პლატფორმა, რომელიც რესტორნებისთვის გაყიდვების არხს ქმნის | 500Georgia Demo Day

63d2901f79ead
BM.GE
26.01.23 18:55
456

500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლის წინაშე ალექსანდრე ცინცაძისა და სანდრო დარსაველიძის მიერ შექმნილი პლატფორმა KovZy წარსდგა, რომელიც ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს და რესტორნების აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მომხმარებლებს დროულად მიაწოდონ შეკვეთები.

"ჩვენ ერთ წელში შემოსავლები გავაორმაგეთ და 7 მილიონი დოლარის GMV დავაგენერირეთ", - განაცხადა ალექსანდრე ცინცაძემ.

„პლატფორმა KovZy ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს რესტორნებისთვის და აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მომხმარებლებს მიაწოდონ შეკვეთები. რაც შეეხება პლატფორმის ფუნქციონალს, დღეისთვის პლატფორმა შედგება ორი უმნიშვნელოვანესი მოდულისგან: ონლაინ გაყიდვებისა და QR menu-სგან


პლატფორმა KovZy კვების ობიექტებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შექმნან საკუთარი ვებგვერდი, დაამატონ კერძები, აირჩიონ გადახდისა და მიწოდების სასურველი სერვისები. პლატფორმაზე ინტეგრირებულია სრულყოფილი ონლაინ ვაჭრობისთვის საჭირო ფუნქციონალი.

პლატფორმა KovZy კვების ობიექტებს სთავაზობს მიწოდების სერვისების აუთსორსინგის მომსახურებას, პარტნიორი საკურიერო კომპანიების დახმარებით.

ჩვენი პარტნიორი საკურიერო სერვისების გამოყენებით რესტორნები იღებენ შემდეგ სარგებელს:

• მიწოდების საკომისიოს, რომელიც არ არის დამოკიდებული შეკვეთის მოცულობაზე;
• შესაძლებელია არსებული საკომისიოს „გაზიარება“ კლიენტთან, ანუ რესტორანს შეუძლია დაადგინოს შეკვეთის ღირებულება, რის შემდეგაც კლიენტს ამ სერვისს (მაგალითად 50 ლარს ზევით შეკვეთა უფასოა) დაუსუბსიდირებს;
• სრული თანხა მიდის რესტორანთან და შემდეგ იგი ურიცხავს კურიერს;
• კურიერის გამოძახება ხდება ავტომატურად ადმინ პანელიდან შემოსული შეკვეთის დადასტურების მომენტში;

QR მენიუ შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, დაათვალიერონ მენიუ და შეუკვეთონ სასურველი კერძები პირდაპირი სმარტფონებიდან, ყოველგვარი დამატებითი აპლიკაციის გადმოწერის გარეშე. მენიუში გადასვლა ხდება უმარტივესად, მაგიდაზე მოთავსებული QR დაფის დასკანერებით“, - განაცხადა KovZy-ს თანადამფუძნებელმა, სანდრო დარსაველიძემ.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.