მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 500Georgia-ს მესამე ნაკადის Demo Day გაიმართება

63d276d6879fd
BM.GE
26.01.23 16:50
499
სტატიაში საუბარია:

დღეს, 26 იანვარს, 18:30-ზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500Georgia-ს შემაჯამებელი ღონისძიება - Demo Day გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს გამორჩეული ტექნოლოგიური სტარტაპი იღებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა და ახლა ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაზე მუშაობენ. Demo Day-ის ფარგლებში, დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად მონაწილეები პოტენციურ ინვესტორებს საკუთარ იდეებს გააცნობენ, საქმიან ურთიერთობებს დაამყარებენ და გაფართოების ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.

500Georgia-ს აქსელერაციის ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის ზრდის სტრატეგიის შემუშავებაზე და მარკეტინგული კამპანიების შექმნაზე სტარტაპების დამფუძნებლები საერთაშორისო დონის, მაღალკვალიფიციურ მენტორებთან ერთად, რვა კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. აქსელერაციის დროს, სტარტაპების დამფუძნებლები გაფართოების საჭირო მეტრიკებს იკვლევდნენ, ინვესტიციებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიებს სწავლობდნენ და ყველა იმ უნარს ეუფლებოდნენ, რომელიც მათ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად სჭირდებათ.

ამ დრომდე, 500Georgia-ს ფარგლებში, ოცდაათი საერთაშორისო და ლოკალური სტარტაპი გადამზადდა, რის შემდეგაც მათი ჯამური ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები