მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედო ბანკის win-win სტარტეგია: რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურა და ღირებულებები

64889a9c23900
BM.GE
13.06.23 20:50
452
ანი ხოფერია — HR და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი:

დღევანდელ სამყაროში ადამიანი სამსახურებრივ საქმიანობას საკუთარი ცხოვრების ერთ მესამედს უთმობს. ამდენად, მისთვის მნიშვნელოვანია, სამუშაო სივრცეში გატარებული თითოეული წუთი მეტად შინაარსობრივი და სასიამოვნო იყოს, დახარჯულ დროსა თუ ენერგიაზე კი დადებითი უკუგება მიიღოს, რაც ყველასათვის ინდივიდუალურია: იდეა, მიზანი, თვითრეალიზების შესაძლებლობა, ურთიერთობები, განვითარება, პოზიტიური სამუშაო გარემო, კარგი ანაზღაურება და სხვა. შესაბამისად, პასუხი სასურველი სამუშაო გარემოს შექმნაზე ჰოლისტიკურ მიდგომაშია, რაც გულისხმობს ბალანსის დაცვას ფიზიკურ, ემოციურ, მენტალურ და სოციალურ საჭიროებებს შორის. ვფიქრობ, დღეს HR-პროფესიონალებისა თუ ლიდერების მთავარი ამოცანაც ამ ბალანსის უზრუნველყოფაა. მაგალითად, თუ ცდილობთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას მხოლოდ ისეთი ეკონომიკური ფაქტორით, როგორიცაა ხელფასი, სავარაუდოა, რომ შედეგიც შედარებით მოკლევადიანი და ნაკლებად ეფექტიანი იქნება. ხელფასისა და ბონუსის ფაქტორი ორგანიზმში ასტიმულირებს დოპამინის გამოყოფას, თანამშრომლებს შორის ლოიალური დამოკიდებულება, ნდობა და მიკუთვნებულობის განცდა – ოქსიტოცინს, ხოლო დაფასება და აღიარება – სერატონინს. ამდენად, იმისთვის რომ ადამიანი სამსახურში თავს ბედნიერად გრძნობდეს, საჭიროა ყველა ისეთი კომპონენტის გათვალისწინება, როგორიცაა: ანაზღაურება, განვითარების შესაძლებლობა, რაც არა მხოლოდ ჰორიზონტალურ დაწინაურებას, არამედ ვერტიკალურად როლის ან პასუხისმგებლობების არეალის ცვლილებასაც გულისხმობს. სოციალური ურთიერთობები და მიკუთვნებულობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინსპირაციული მიზანი, სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის თანამონაწილე. როდესაც ერთი კომპონენტი ირღვევა, ირღვევა მთლიანი კონცეფციაც. სისტემური მიდგომა თანამშრომლებისთვის უნიკალური ღირებულების შექმნაში, ეხმარება თქვენს HR-სტრატეგიას, რთულად კოპირებადი იყოს.

„კრედო ბანკის“ HR-ის გუნდი ვცდილობთ, ყურადღება თითოეულ ფაქტორზე თანაბრად გადავანაწილოთ, ყველას ჰქონდეს როგორც განვითარებისა და წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა, ასევე დავაწესოთ გამჭვირვალე და თანამიმდევრული ანაზღაურების სისტემა, სადაც დაცულია სამართლიანობის პრინციპი. ამას გარდა, ჩვენთან დასაქმებულები სარგებლობენ ისეთი ბენეფიტებით, როგორიცაა: ჯანმრთელობის დაზღვევა, მასშტაბური კორპორაციული ღონისძიებები, გეგმური თიმბილდინგები და გუნდური აქტივობები, რომლებიც სრულად ფინანსდება ორგანიზაციის მიერ. ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წავახალისოთ „კრედო ბანკის“ თანამშრომლების ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამ მიზნით კი მათ სპო რტულ -გამაჯანსაღებელი პრემიუმ -კლასის ფიტნესცენტრების მომსახურებას ვთავაზობთ. წახალისებასთან ერთად, „კრედო ბანკში“ აფასებენ და აღიარებენ თითოეული დასაქმებულის შრომას. ბანკი ყოველწლიურად ავლენს სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ თანამშრომლებს. ჯანსაღი კონკურენცია და მსუბუქი შეჯიბრებითობა დამატებით ხალისს მატებს ყოველდღიურ საქმია ­ ნობას. გასულ წელს გამარჯვებულებს ბანკმა სიურპრიზი მოუწყო და საჩუქრად გადასცა სამოგზაურო პაკეტი ესპანეთისა და თურქეთის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომელთა სწავლაგანვითარებაზე ზრუნვა. ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროგრამებს, კურსებს, ტრენინგებს. თანამშრომლებს ვუფინანსებთ MBA-პროგრამას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში და ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიღრმაონ ცოდნა უცხოეთში. ამას გარდა, დასაქმებულებს შესაძლებლობა აქვთ, თვითგანვითარებაზე პროფესიონალი ქოუჩების დახმარებით იზრუნონ და ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან მენტალურ და ემოციურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებიც აფასებენ „კრედო ბანკის“ დამოკიდებულებას და, თავის მხრივ, კომპანიის მიმართ მაღალი ლოიალობით გამოირჩევიან. ლოიალური თანამშრომლები კომპანიის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა. ყოველწლიურად ვაჯილდოებთ 10-წლიანი სტაჟის მქონე ლოიალურ კრედოელებს. 2021 -ში ასეთი – 150, 2022 -ში კი 200 თანამშრომელი გამოვავლინეთ, რაც ნათლად მეტყველებს მათ კეთილგანწყობასა და ერთგულებაზე კომპანიის მიმართ.

„კრედო ბანკი“ ყოველთვის გამოირჩეოდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღირებულებებით, რამაც განსაზღვრა კიდეც ჩვენი უნიკალური კორპორაციული კულტურა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რას გულისხმობს პიტერ დრაკერი, როცა ამბობს „Culture Eats Strategy for Breakfast“. ამდენად, ფასეულობები და ურთიერთდამოკიდებულება მუდამ იყო და იქნება „კრედო ბანკის“ უპირობო კონკურენტული უპირატესობა. შიდა ორგანიზაციული კვლევების თანახმად, ჩვენი თანამშრომლების 97% აღნიშნავს, რომ „კრედო ბანკში“ არის გუნდურობა, პოზიტიური სამუშაო გარემო, ჯანსაღი ურთიერთობა მენეჯერსა და დაქვემდებარებულს შორის და უშუალოდ გუნდის წევრების შორის. ეს შედეგი ძალიან გვახარებს, რადგან ლიდერებსა და მათი გუნდის წევრებს შორის ურთიერთმხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ეს არის მოტივატორი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს სრულიად უჩვეულო შედეგების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენ გვესმის, რომ ყველა წარმატებული ორგანიზაციის უკან დგანან რეალური ადამიანები, რომელთა ბედნიერების ინდექსი ხშირად განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას. ბედნიერ თანამშრომელს აქვს შინაგანი მოტივაცია, საქმე აკეთოს უფრო ხარისხიანად, იყოს გუნდურობის პრინციპის ერთგული და მიაღწიოს უკეთეს შედეგს. ეს მუხტი კი გადამდებია როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე აისახება მომ­ხმარებლის კმაყოფილებაზეც.

და მაინც, რა სჭირდებათ დღეს ადამიანებს?! ალბათ, ყველა HR -პროფესიონალის მთავარი საფიქრალია, თუ როგორ შეუქმნან თანამშრომლებს, ხშირ შემთხვევაში შეზღუდული რესურსებით, საუკეთესო სამუ ­შაო პირობები. დანიელ პინკი გეტყვით, რომ ადამია ­ნებს სჭირდებათ მიზანი, ავტონომია და დაოსტატება. დეივ ლოგანი და საიმონ სინეკი გიპასუხებთ, რომ ცხოვრება მხოლოდ მაშინაა მშვენიერი, როცა იმაზე გლობალურს ემსახურები, ვიდრე თავად შენ ხარ, რისიც გწამს და სადაც უკვე კონკურენციასაც კი არა აქვს მნიშვნელობა. სტეფან კოვი მიიჩნევს, რომ საკითხი მუდამ win/win -სტრატეგიით უნდა გადაჭრათ. თუმცა საუკეთესო სტრატეგია თავად უნდა განსაზღვრო. როგორც წესი, ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გვაქვს პასუხი, მთავარია, გვჯეროდეს, რომ ადამიანებს ყველა შესაბამისი რესურსი გააჩნიათ. ენდეთ მათ და ირწმუნეთ მათი შესაძლებლობების – ისინი აუცილებლად გაგაოცებენ!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები