მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრემლი ქერჩის ხიდის აღდგენას გეგმავს - რუსეთმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო

ქერჩის ხიდი

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინული თავდასხმის შემდეგ ნაწილობრივ ჩამონგრეულ ხიდს აღადგენს.

„დაისახება [აღდგენის] კონკრეტული გეგმა. [ვიცე-პრემიერმა მარატ] ხუსნულინმა მოახსენა [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არსებული ვითარების შესახებ]. განისაზღვრება აღდგენითი სამუშაოების რიგითობა და ვადები. აქ, ფაქტობრივად, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ხიდი აღდგება და იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მანამდე იყო“, — განაცხადა მან.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ქერჩის ხიდზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო.

„უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა“, - განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, 16 და 17 ნოემბერს „უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ყირიმის ხიდზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხიდის კონტრუქცია დაზიანდა.

„გამოძიება ადგენს მომხდარის ყველა გარემოებასა და დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირებს“, - დასძინეს საგამოძიებო კომიტეტში.

თავის მხრივ, მოვლენებს გამოეხმაურა სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილ რაზვოჟაევი, რომელმაც განაცხადა, რომ ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების ფონზე, ადგილობრივი უწყებები ყირიმში მიმავალი და იქიდან მომავალი მგზავრებისთვის ალტერნატიულ ლოგისტიკურ მარშრუტებს შეიმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები