მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრემლის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკის ლოგიკური კულმინაციაა“

645b84a150d69
ინგა მურუსიძე
10.05.23 15:47
749
დიპლომატი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არის იმ „დამსახურების“ აღიარება, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხედავს. ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ავიაემბარგო მოხსნა.

“ვფიქრობ, ეს არის იმ დამსახურების აღიარება, რომელსაც რუსეთი ხედავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ პროპაგანდის და განცხადების, რომლებსაც ბოლო წელიწადნახევარია ვისმენთ რუსი პროპაგანდისტების მხრიდან. ეს არის ყველანაირად ქება საქართველოს ხელისუფლების. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ლოგიკური კულმინაცია იმ არსებული მაამებლური პოლიტიკისა რუსეთისადმი, რომელსაც ჩვენ ნათლად ვხედავდით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიგიაძემ.

კითხვაზე, რა ფასი ექნება კრემლის ამ გადაწყვეტილებას, გიგიაძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა რუსეთის ინტერესებშია, რომ დამატებითი ბერკეტები შეიქმნას და ეს გააკეთაკიდეც.

„ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა რუსეთთან მიმართებით, სავიზო რეჟიმის გაუქმებით გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსეთში იმოგზაურებს, რაც თავისთავად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას და მსგავსი სახის ბერკეტებს რუსეთი ყოველთვის იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც არაერთხელ მომხდარა ჩვენთან მიმართებით. ანუ, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ხელში იმ ბერკეტებს, რომელიც მას შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, - განაცხადა გიგიაძემ და დასძინა, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დისტანცირდება დასავლეთისგან და უახლოვდება რუსეთს.

გიგიაძის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საქართველო მოხვდება სანქცირებულთა რიცხვში, თუკი სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ოპერირების საშუალება მიეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები