კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოებისთვის საფასური "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადაიხადოს და არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის წერს, ევროკავშირი თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსული გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე.
"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის. ქართველი ხალხი არ უნდა დავსაჯოთ, რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, მამაცად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სურვილს.
მივესალმები ჰელსინკის კომისიას ქმედებას საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის. ევროპამ MEGOBARI აქტი უნდა მივიღოთ, რათა ნათელი მესიჯი გავაგზავნოთ: თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსული გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე", - წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.




























