რუსეთის ფედერაციამ ადგილობრივად წარმოებული ავტომობილების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა უნდა შეიძინონ. სიაში შემავალი თითოეული ავტომობილი რუსული ან ჩინური ბრენდისაა, რაც, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პეკინის რუსულ ავტოინდუსტრიაში ინფილტრაციას უსვამს ხაზს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც Nissan-მა და სხვა ავტომწარმოებლებმა რუსეთის ბაზარი დატოვეს, ჩინური კომპანიების წილი რუსულ ბაზარზე გაიზარდა - რუსეთი დასავლურ კორპორაციებს თავს არიდებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კრემლმა ოფიციალური პირებისთვის, ვინც 2024 წლის არჩევნების მოსამზადებელ სამუშაოებში არიან ჩართულები, Apple-ის სმარტფონების გამოყენება აკრძალა, რადგან iphone-ები დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ მოწყობილობად მიიჩნევა.
სახელმწიფო და მუნიციპალური თანამშრომლებისთვის ავტომობილების სია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინსტრუქციების თანახმად შეიქმნა. სიაში მოხვდნენ Lada-ს ხუთი მოდელი, რუსეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელი Avtovaz-ი, UAZ-ი და “მოსკვიჩი”.
“მოსკვიჩი” საბჭოთა ეპოქის სახეშეცვლილი ავტომობილია, რომელთა ახალი მოდელების შესაქმნელადაც მოსკოვი ჩინელი პარტნიორებისგან შეძენილ ნაწილებსა და ხელსაწყოებს იყენებენ.