საერთაშორისო ბიზნესის მუდმივი განვითარების პირობებში, კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული და ბიზნესსაკონსტაციო მომსახურების მიღების თვალსაზრისით, ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას ენიჭება, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნით და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან, არამედ ოპტიმალური, ტექნიკური და თანამედროვე გადაწყვეტილებების გლობალურ დონეზე შემოთავაზებაც შეუძლიათ. ამ მხრივ, საქართველოში, Kreston Georgia ლიდერობს, რომელიც Kreston Global-ის მნიშვნელოვანი წევრი და წარმომადგენელია საქართველოში.
როგორც მსოფლიოში მოწინავე საერთაშორისო ქსელის წევრი კომპანია, Kreston Georgia ლოკალური ბაზრის დეტალური შესწავლის და გაანალიზების შედეგად, ნერგავს იმ პრაქტიკებსა და მიდგომებს, რომლებიც Kreston Global-ის გლობალურ პერსპექტივებს, ექსპერტულ შეხედულებებს და გრძელვადიან სტრატეგიას ეფუძნება, რაც მას ბიზნესისთვის საუკეთესო კონსულტანტად აქცევს, როგორც რეგიონში, ასევე მის გარშემო.
მას შემდეგ, რაც საქართველო სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მზარდი შესაძლებლობების ჰაბი ისეთი სექტორებისათვის, როგორებიც ტექნოლოგიები და ფინანსებია, Kreston Georgia იდეალურ პარტნიორად გვევლინება, რომელიც ბიზნესს სწრაფი ზრდისკენ ხარისხიანი საკონსულტაციო და საბუღალტრო სერვისების მიწოდების მეშვეობით წარმართავს.
გარდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდისა, Kreston Georgia გამოირჩევა სერვისებით, რომლებიც თითოეული კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული და მათი საჭიროებების სრულად დაყმაყოფილების მიზნით არის შემუშავებული. სერვისების ყოვლისმომცველი ასორტიმენტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
- საბუღალტრო მომსახურება;
- ფინანსური მენეჯერის მომსახურება;
- საგადასახადო მომსახურება;
- ბიზნესკონსულტაცია;
- საშემფასებლო მომსახურება;
- იურიდიული მომსახურება.
Kreston Georgia მიზნად ისახავს ინოვაციური მიდგომების მეშვეობით, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებას გულისხმობს, მომხმარებელს მიაწოდოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მხოლოდ დროული, არამედ მაქსიმალურად იქნება მორგებული თანამედროვე სამყაროს განვითარების პრინციპებსა და ტემპზე.
რაც შეეხება კომპანიის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე, Kreston Global-ი მსოფლიოს ბაზარზე 115 ქვეყანაში 820 ოფისით ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. იგი აერთიანებს 25 000 პროფესიონალს და 160 წევრ ფირმას, თუმცა მათი მიზანი მაქსიმალური საერთაშორისო დაფარვის უზრუნველყოფა და ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაა, მათ შორის საქართველოში.