მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობანკ Celsius-ის დამფუძნებელს აშშ-ი თაღლითობის გამო უჩივის

63b7ea47e3933
გიორგი თოლორდავა
06.01.23 13:43
779
ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა კრიპტობანკ Celsius-ის დამფუძნებელ ალექსი მაშინსკის სასამართლოში უჩივის.

პროკურორის განმარტებით, 2018-22 წლებში მაშინსკი ჩართული იყო ფინანსურ თაღლითობაში და მას ბრალად ედება მომხმარებლების აქტივების მითვისება, რის გამოც მას პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

ცნობისთვის, კომპანია Celsius-ი გასულ წელს ოფიციალურად გაკოტრდა, რამაც ათასობით მომხმარებელი თითქმის 5 მილიარდი დოლარით აზარალა.

სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანიის გაკოტრებამდე რამდენიმე კვირით ადრე Celsius-ის გენერალურმა დირექტორმა, მისმა მეუღლემ და სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა კომპანიის ანგარიშიდან თითქმის 17 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები გაიტანეს.

აშშ-ის პროკურატურა მიიჩნევს, რომ Celsius-ი რეალურად თაღლითური ორგანიზაცია იყო, ერთგვარი ფინანსური პირამიდა, რომლის დამფუძნებლებმაც და ხელმძღვანელებმაც კარგად იცოდნენ, რომ პირამიდა ჩამოიშლებოდა, ათასობით მომხმარებელი კი დაზარალდებოდა. სასამართლოსთვის წარდგენილი უახლესი ანგარიში კი უფრო მეტად ამყარებს ამ არგუმენტს.

Celsius-ი ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა, ის სესხებსა და დეპოზიტებს კრიპტოვალუტებში გასცემდა, სანაცვლოდ კი საკომისიოს იღებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები