ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციამ და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო გაზრდის მოლოდინმა კრიპტოაქტივების ბაზარზე მასშტაბური ვარდნა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია $2.56 ტრილიონამდე შემცირდა, რამაც $180 მილიარდზე მეტის ზარალს ნიშნავს.
პარალელურად, მკვეთრად გაუარესებული სენტიმენტების ფონზე, ბაზრიდან $700 მილიონის ღირებულების ტრეიდინგ პოზიციებია ლიკვიდირებული.
ვარდნამ მოიცვა როგორც წამყვანი კრიპტოვალუტები – ბიტკოინი, ეთერიუმი, Solana და XRP, ისე ე.წ. მიმკოინები და სხვა კატეგორიის ციფრული აქტივები.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტივებს, ერთ კვირაში ბიტკოინი 5%-ითაა გაუფასურებული და ის ამჟამად 76,900 დოლარად ივაჭრება.
ეთერიუმთან მიმართებით თითქმის 9%-იან კორექციას ვხედავთ და მისი ფასი 2,100 დოლარს შეადგენს.




























