მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა, ჩანგპენგ ჟაომ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა.
Bloomberg-ის შეფასებით, ჟაოს ქონების შეფასება ამჟამად 17.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 2022 წელს დაფიქსირებული $96.5 მილიარდისა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის 83%-იან ვარდნასთან.
ჩანგპენგ ჟაოს დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით კრიპტორეგულაციების გამკაცრებასთან. ერთი წლის განმავლობაში Binance-ს ათამდე მსხვილი სახელმწიფოს ბაზრიდან მოუწია გასვლა, ახლა კი Binance US-ის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კრიპტობირჟა აშშ-ის ბაზრის დატოვებაც მოუწიოს.
46 წლის ბიზნესმენმა კომპანია Binance-ი 2017 წელს დააფუძნა და უმოკლეს პერიოდში ის გლობალურ ბაზარზე დომინანტ მოთამაშედ იქცა. კონკურენტი პლატფორმის, FTX-ის გაკოტრების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ Binance-ი კრიპტოინდუსტრიაში ერთგვარ მონოპოლად ჩამოყალიბდა, რომელზეც გლობალური ტრანზაქციების 90% მოდიოდა.
ასეთი გავლენის მიუხედავად, Binance-ს ახლა მძიმე პერიოდი უდგას, რაც მსოფლიოს მასშტაბით აღძრული სასამართლო დავებით, ახალი რეგულაციებითა და მომხმარებლების რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული.