მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი რუსეთის ფედერაციის ბაზარს ტოვებს. კომპანიამ უკვე მიიღო ბიზნესის გასხვისების გადაწყვეტილება და Binance-ის აქტივების მფლობელი კომპანია CommEX-ი გახდება.
ქვეყნიდან სრულად გასვლის პროცესი დაახლოებით ერთი წელიწადი გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში მომხმარებლები თავისუფლად შეძლებენ თავიანთი აქტივების გატანას და ტრანზაქციების განხორციელებას.
კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში არსებული კანონმდებლობა Binance-ის სტრატეგიასთან წინააღმდეგობაშია, ამიტომაც კრიპტობირჟა საქმიანობას წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ Binance-ის რეგიონულმა ხელმძღვანელებმა, ვლადიმირ სმერკისმა და გლებ კოსტარევმა რამდენიმე კვირის წინ თანამდებობები ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს.