მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა KRAKEN-მა კომპანიების აქციებით 24/7-ზე ვაჭრობის ფუნქციონალი დაამატა

stocks

კრიპტობირჟა Kraken-მა ფინანსურ სამყაროში რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და ტოკენიზებული ამერიკული აქციებით ვაჭრობის ფუნქციონალი დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებსა და ტრეიდერებს Apple-ის, Nvidia-ს, Tesla-სა და სხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობა კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ.

ამასთან, Kraken-ი მომხმარებლებს 20-მაგ ლევერიჯს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე კაპიტალით გაცილებით დიდი მოცულობის პოზიციების მართვაა შესაძლებელი, რაც ტრეიდინგისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ექსპერტების შეფასებით, ამ ინსტრუმენტის დანერგვა ფუნდამენტურად ცვლის ბაზრის დინამიკას, რადგან აქამდე აქციებით ვაჭრობა შეზღუდული იყო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სამუშაო საათებით. ახლა ტრეიდერებს შეუძლიათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ ეკონომიკურ სიახლეებზე შაბათ-კვირასაც კი, როდესაც ტრადიციული ბაზრები დახურულია.

ცხადია, ტოკენიზებული კონტრაქტის ფასი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს აქციის რეალურ საბაზრო ღირებულებას, ამიტომ Kraken-ზე ან ნებისმიერ საბროკერო პლატფორმაზე წარმოდგენილ აქციებს შორის საფასო სხვაობა ვერ იარსებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები