მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟები Gemini და Coinbase-ი EU-ის ლიცენზიას მიიღებენ?

ECB-CRYPTO

გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი, რადგან ორი ამერიკული კრიპტობირჟა — Gemini და Coinbase-ი ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადებიან.

ბრიტანული Reuters-ის თანახმად, კრიპტობირჟებმა სრულად დააკმაყოფილეს ევროკავშირში მოქმედი რეგულაციის წინაპირობა, ანუ ისინი MiCA-სთან სრულ შესაბამისობაში არიან. ძმებ ვინკელვოსების მიერ დაფუძნებული Gemini მალტაში დარეგისტრირდბეა, როცა აშშ-ის უდიდესი კრიპტობირჟა Coinbase-ი ლიცენზიას ლუქსემბურგისგან ელოდება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირში მოქმედი MiCA ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოა, რომელიც ციფრული აქტივების მიმართულებით მსოფლიოში არსებობს. წლის დასაწყისში, ევროკავშირმა მწვანე შუქი კიდევ ორ გლობალურ კრიპტობირჟას, OKX-ს და Crypto.com-ს აუნთო, რომელთაც ლიცენზიები მალტაში აიღეს, რაც, როგორც ირკვევა, შედარებით მარტივია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მოგვიანებით, EU-ის ლიცენზიები ასევე მიიღეს Bybit-მა და Bitstamp-მა, შესაბამისად ევროპაში კრიპტობირჟების განვითარების პროცესი იწყება, ოღონდ, ამჯერად, ლეგალურად და სამართლებრივად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები