აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ბიტკოინის რამდენიმე სავაჭრო ფონდი, იგივე ETF-ი დაამტკიცა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც კრიპტოინდუსტრიაში ოდესმე მომხდარა და ნიშნავს, რომ ამიერიდან, ბიტკოინის ფასიანი ქაღალდების შეძენას ინვესტორები ამერიკული ბირჟებიდან შეძლებენ.
საინტერესოა, რომ მანამ, სანამ მედიაში SEC-ის თავმჯდომარის, გერი გენსლერის ოფიციალური განცხადება გავრცელდებოდა, დოკუმენტი, რომლითაც კომისიამ ETF-ები დაამტკიცა, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მაგრამ რამდენიმე წუთში წაიშალა.
ამ დოკუმენტის თანახმად, რომელიც ახლა ინტერნეტში ცირკულირებს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა თერთმეტი სავაჭრო ფონდი დაამტკიცა, რომლებიც Ark/21Shares-მა, WisdomTree-მ, Invesco-მ, Fidelity-მ, VanEck-მა, Grayscale-მა, Blackrock-მა, Bitwise-მა, Valkyrie-მ და Franklin-მა წარმოადგინეს.
როგორც გერი გენსლერის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ბიტკოინის სავაჭრო ფონდების დამტკიცების გადაწყვეტილება კომისიამ დაჩქარებული წესით მიიღო.