მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wells Fargo და Bank of America კლიენტებისთვის ბიტკოინის ETF-ების შეთავაზებას გეგმავენ

bankss

ამერიკული საბანკო-საფინანსო გიგანტები - Wells Fargo და Bank of America საინვესტიციო ანგარიშების მქონე კლიენტებისთვის ბიტკოინის ETF-ების შეთავაზებას გეგმავენ.

როგორც ირკვევა, უოლ-სტრიტის მსხვილ მოთამაშეებს კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინვესტორების მზარდი ინტერესით სარგებლის მიღება სურთ, სწორედ ამიტომ ისინი საბროკერო პლატფორმებში კრიპტო ფონდებს დაამატებენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, ამ ბანკების ხელმძღვანელები ბიტკოინს თაღლითურ პროექტად განიხილავდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მარეგულირებლის მხრიდან ბიტკოინისთვის მწვანე შუქის ანთებამ მათი პოზიცია შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები