მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიპტოკომპანია Tether-ის საკუთრებაში 116 ტონა ოქრო დაგროვდა

tether

სტეიბლკოინ USDT-ის ემიტენტის, Tether-ის მფლობელობაში არსებული ოქროს ღირებულებამ რეკორდულ 14 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად კომპანია 116 ტონა ოქროს აკონტროლებს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს Tether-მა უფრო მეტი ოქრო იყიდა, ვიდრე გლობალური ცენტრალური ბანკების უმეტესობამ, რაც კომპანიას როგორც ფინანსურ სტაბილურობას, ასევე გეოპოლიტიკურ გავლენას აძლევს.

ცხადია, აქვე ჩნდება შეკითხვა, თუ რაში სჭირდება ფინტექ კომპანიას ისეთი ტრადიციული და პასიური აქტივი, როგორიც ოქროა? – საქმე ისაა, რომ ოქრო ისტორიულად ყველაზე გამოცდილ სარეზერვო აქტივს წარმოადგენს, რომელიც Tether-ს თავისი სტეიბლკოინის გასამყარებლად სჭირდება. თუკი ოდესმე კომპანიას ფინანსური რესურსები ამოეწურება, მას ყოველთვის შეეძლება ბირჟაზე ოქროს გაყიდვა ამ გზით კაპიტალის მოზიდვა, რაც ოქროს სტრატეგიული დანიშნულებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები