მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tether-ის სტეიბლკოინის ბაზრის წილი შემცირდა

tether

Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტის, USDT-ის ბაზრის წილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 82%-დან 74%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალურ ტრანზაქციებში USDT-ის მოხმარება ეტაპობრივად იკლებს.

Tether-ზე მოთხოვნის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ბაზარზე კონკურენტების გამოჩენაა. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ, Circle-ის მიერ გამოშვებულმა USDC-იმ ევროკავშირის მარეგულირებლის მხრიდან დასტური მიიღო, რომელიც ამ ეტაპზე USDT-ის არ აქვს, ამ უპირატესობის მოპოვებით კი USDC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 12%-ით გაიზარდა.

ბაზრის წილის შემცირების მიუხედავად, Tether-ის საბაზრო შეფასება 112 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის კრიპტოვალუტების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, სტეიბლკოინების ჩამონათვალში კი - პირველს.

ზოგადად, სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.

სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს - გამყარების და გაუფასურების შემთხვევაში სტეიბლკოინი აზრს დაკარგავს, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები და ინვესტორები კი უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები