მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოკომპანიები ერთმანეთს კონკურენტებად არ უნდა აღიქვამდნენ - ლუკა ლომსაძე

63bfb0b16be1f
გიორგი არონია
12.01.23 11:36
748

კრიპტოინდუსტრიის მსგავს ახალ სფეროში, კომპანიები ერთმანეთს კონკურენტებად კი არა, თანამებრძოლებად უნდა აღიქვამდნენ, - ასე ეხმიანება MyCoins/eMoney-ის კომერციული დირექტორი, ლუკა ლომსაძე, გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს. მისივე თქმით, ბირჟების მიერ დაშვებული შეცდომებით ინდუსტრია ვერ იხეირებს, მაგრამ ჩნდება რისკი იმისა, რომ მან ხალხის ნდობას დაკარგოს.

„კრიპტოსამყაროს მსგავს ახალგაზრდა ინდუსტრიაში დომინოს პრინციპი ნამდვილად მოქმედებს. FTX-ის მაგალითს თუ ავიღებთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ თავად კომპანიის, მისი თანამშრომლებისა და კლიენტების გარდა, დიდი ზიანი იწვნია ინდუსტრიამაც. მთავარი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს კრიპტოსამყაროში და ნებისმიერ ახალგაზრდა ბაზარზე ისაა, რომ კომპანიები ერთმანეთს კონკურენტებად კი არა, თანამებრძოლებად უნდა აღიქვამდნენ იმ ბრძოლაში, რომელსაც ეს სამყარო ემსახურება - ამ შემთხვევაში, საუბარია ციფრული აქტივების განვითარებაზე.

FTX-ის კრახით ან ჩოინბასე-ის მიერ დაშვებული შეცდომებს დადებითაც არც ერთ ბირჟაზე არ მოქმედებს. ამასთანავე, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ბზარს უჩენს და ხალხის ნდობას უკარგავს მთავარ გზავნილს, რომელიც ამ ინდუსტრიას და ბირჟებს აქვთ, რომ ყველაფერს უფრო მარტივს, თავისუფალს და თანამედროვეს გახდის“, - აღნიშნავს ლუკა ლომსაძე „საქმიანი დილის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელი მეტად ტურბულენტური იყო. მაისში, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალგორითმულა სტეიბლკოინმა, Terra/Luna-მ კოლაფსი განიცადა და ინვესტორები $50 მილიარდით აზარალა, ხოლო წლის ბოლოს, გაკოტრდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა, FTX-ი.

2022 წლის მთავარი კრიპტოსიახლეების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

იყიდე / გაყიდე, გააგზავნე და მიიღე კრიპტოვალუტა MyCoins-ზე! ₿ 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები