მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოპროექტ Terra/Luna-ს რეკორდული $4.5 მილიარდის ჯარიმა დაეკისრა

დო კვონი

კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორი და პროექტ Terra/Luna-ს დამფუძნებელი, დო კვონი ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ დამნაშავედ და თაღლითად ცნო. გარდა ამისა, მის კომპანიას ბრალად ედება ინვესტორებისთვის 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალის მიყენება.

ასეთი მძიმე ბრალდების ფონზე, Terra/Luna-ს ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიისათვის 4.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც კრიპტოაქტივების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ანტირეკორდს Binance US ფლობდა, რომელსაც სასამართლომ 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

უშუალოდ ეს $4.5-მილიარდიანი ჯარიმა კომპანიას დაეკისრა, რომელმაც სასამართლო დავა მორიგებით დაასრულა, თუმცა Terra-ს დამფუძნებლის, დო კვონის წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრების, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების, ინვესტორების მოტყუების და მომხმარებლების აქტივების უკანონოდ მიტაცების ბრალდებით ისევ მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, დო კვონი ამ ბრალდებებს თავს მხოლოდ ჯარიმის გადახდით ვერ დააღწევს. შეიძლება ითქვას, რომ მას დაახლოებით იგივე ბედის გაზიარება ელის, რაც FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს მოუწია, რომელსაც 25 წლით პატიმრობა მიესაჯა.

აქვე შეგახსენებთ, რომ Terra/Luna-ს კოლაფსი კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელმაც რამდენიმე მილიონ მომხმარებელს მიაყენა ზიანი. სასამართლოს დასკვნით, Terra/Luna თავისი არსით ფინანსური პირამიდა იყო, მისი დამფუძნებლები კი თაღლითები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები