ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიპტოვალუტა SafeMoon-ის დამფუძნებლები და პროექტის ხელმძღვანელები დააკავეს. კომისიის განმარტებით, მათ ბრალად ედებათ თაღლითური სქემის ოპერირება, ინვესტორების მოტყუება და ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა.
SafeMoon-ი 2021 წელს დაფუძნდა და რამდენიმე თვეში მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს კრიპტოვალუტა, თავისი არსით, ფინანსური პირამიდა იყო, რომელიც მომხმარებლებს სარგებლის მიღების საშუალებას სხვა კლიენტების მოზიდვის სანაცვლოდ აძლევდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დაახლოებით, ერთ წელიწადში პროექტმა კოლაფსი განიცადა და SafeMoon-ის დამფუძნებლებმა მომხმარებლების აქტივები ბოროტად მიითვისეს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი, თუმცა SafeMoon-ის თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და, სავარაუდოდ, დაკავებულ პირთა რაოდენობა გაიზრდება.