მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტა TERRA/LUNA-ს დამფუძნებელს დასაკავებლად ინტერპოლი ეძებს

63315d76537e3
გიორგი თოლორდავა
27.09.22 00:30
1481
წელს კრიპტოინდუსტრია უპრეცედენტო მოვლენის წინაშე აღმოჩნდა - $60-მილიარდიანმა სტეიბლკოინმა TerraUSD-მ სრული კოლაფსი განიცა, რასაც მისი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის, Luna-ს გაუფასურებაც მოჰყვა. 

მსოფლიოს უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის უკან კომპანია Terraform Labs-ის დამფუძნებელი, სამხრეთ კორეელი მეწარმე დო კვონი იდგა, რომელსაც ახლა უკვე ინტერპოლი ეძებს, რადგან მას პატიმრობა ემუქრება.

საქმე იმაშია, რომ სამხრეთ კორეის სასამართლომ დო კვონი თაღლითობისა და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, ეჭვმიტანილად ცნო და მისი დაკავების ბრძანება გასცა.

პროკურატურის განცხადებით, დაკავების ორდენი Terra/Luna-სთან დაკავშირებულ 6 მოქალაქეზე გაიცა, რომლებიც ამჟამად თავს სინგაპურში აფარებენ. იურისდიქციული შეზღუდვიდან გამომდინარე, საქმე ინტერპოლს გადაეცა, რომელმაც დო კვონის დაკავების შესახებ განკარგულება მსოფლიოს მასშტაბით გასცა.

დო კვონმა აქამდე გავრცელებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კრიპტოპროექტის კოლაფსი არა თაღლითურ სქემასთან, არამედ Luna-ს სისტემაში არსებულ ფატალურ შეცდომასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჰაკერებმა ბოროტად გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობებით, Terra/Luna-ს კოლაფსამდე რამდენიმე დღით ადრე დო კვონმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა რამდენიმე მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა გაანაღდეს. აღნიშნული საეჭვო ტრანზაქცია კი აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ტექნიკური პრობლემის შესახებ ინფორმაცია დეველოპერებს კრიპტოვალუტის ჩამოშლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ, თუმცა საჭირო ზომები მაინც არ მიიღეს და ინვესტორები თითქმის 60 მილიარდი დოლარით დააზარალეს.

ვრცლად Terra/Luna-ს კოლაფსის შესახებ წაიკითხეთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები