ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა Genius Act-ი დაამტკიცა.
კრიპტოვალუტის რეგულაციის პირველი მნიშვნელოვანი კანონი ე.წ. სტეიბლკოინებს შეეხება და ის სრულად one-for-one პრინციპს დაეფუძნება. მარტივად რომ ვთქვათ, სტეიბლკოინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის შესაბამისი ღირებულების მარტივად ლიკვიდური აქტივით იქნება გამყარებული. რეგულაციის მიზანი სტეიბლკოინისადმი ნდობის ზრდა და მისი რეგულარულად გამოყენების ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებას როგორც რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმა დაუჭირეს მხარი. კონგრესის მიერ მიღებული კანონი უკვე გადაიგზავნა თეთრ სახლში და მას დონალდ ტრამპი მალე მოაწერს ხელს. აქვე უნდა ითქვას, რომ Genius Act-ის გარდა, სენატში კრიპტოვალუტის რეგულირების კიდევ ორი კანონპროექტია წარდგენილი, თუმცა მათ მიღებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.




























