მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

6433bb03ba726
გიორგი თოლორდავა
10.04.23 15:08
623
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ბოლო 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1.2%-ით გაიზარდა და 1 ტრილიონ 190 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბიტკოინის ფასი 28,300 დოლარს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 547 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმის ფასი 1,860 დოლარს აჭარბებს, რაც თითქმის 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან. მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის.

აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.

ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთსა და სარისკო აქტივების ფასებს შორის საპირისპირო მიმართებაა; რაც უფრო მკაცრია მონეტარული პოლიტიკა - მით უფრო მეტად უფასურდება სარისკო აქტივები და პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები