პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლოში უჩივლა.
საქმე ის არის, რომ რონალდუს კლუბთან ფარული შეთანხმება აკავშირებდა, რომლის მიხედვითაც გუნდს მისი ხელფასის 19.9 მილიონი ევროს კოვიდ პანდემიის დროს გადავადება შეეძლო და როგორც ჩანს, კლუბი ასეც მოიქცა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 1 თვის განმავლობაში ელიან. კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ფეხბურთელთან დამატებითი ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, რის გამოც რონალდუ თანხას არ იმსახურებს. სიტუაციას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ მსგავსი შეთანხმების დადების შემდეგ ტურინული კლუბის სხვა ფეხბურთელებმა ანაზღაურება უკვე მიიღეს.