ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ დოპინგ ტესტზე ტესტირება მეორედ გაიარა, თუმცა შედეგი ისევ დადებითი აღმოჩნდა. შესაბამისად დიდი ალბათობით მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.
პოგბას სისხლში აკრძალული პრეპარატის, ტესტოსტერონის კვალი აღმოჩნდა, ეს პრეპარატი კი კუნთების მასის გაძლიერებას უწყობს ხელს.
პოგბას ბოლო ორი წელია ქრონიკული ტრავმები აწუხებს და თუკი საქმიანობას სამი ან ოთხი წლით ჩამოაშორებენ, დიდი ალბათობით, ეს მისი კარიერის დასასრული იქნება.
თავის მხრივ “იუვენტუსი” აღარ აპირებს ფრანგს ხელფასი უხადოს და მხოლოდ დისკვალიფიკაციის პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული ორი ათასი ევროს გადახდით შემოიფარგლება.
კლუბი ასევე კონტრაქტის გაწყვეტასა და ხელფასის გადახდაზე გარკვეული ვადით უარის თქმასაც განიხილავს.
ცნობისთვის, პოგბას “იუვენტუსი” წელიწადში 8 მილიონ ევროს უხდიდა.