მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიშტიანუ რონალდუმ Ultimate Football League-ში 40 მილიონი დოლარი დააბანდა

კრიშტიანუ რონალდუ UFL

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო სიმულატორ Ultimate Football League-ის ინვესტორი გახდა და თამაშში 40 მილიონი დოლარი დააბანდა.

თამაშის დეველოპერული კომპანიის Strikerz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი ნაშილოვმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია რონალდუსნაირი ლეგენდარულ სპორტსმენთან თანამშრომლობით:

UFL ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ერთგულია და მოხარულები ვართ, რომ ამ ამბიციას კრიშტიანუ იზიარებს. მზად ვართ, ფეხბურთის სათამაშო ბაზარზე მდიდარი გამოცდილებით მომხმარებლებს ახალი თამაში შევთავაზოთ” - განაცხადა ევგენი ნაშილოვმა.

ცნობისთვის, Ultimate Football League თანამედროვე საფეხბურთო სიმულატორების FC 24-ისა და eFootball-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრება და იგი სრულიად უფასო იქნება. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. იგი ხელმისაწვდომი იქნება PlayStation 5-ისა და Xbox Series X/S-ის პლატფორმებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები