მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალ კონსალტინგი მომხმარებლებისთვის ბიზნესგეგმის მომზადების სერვისის შეთავაზებას იწყებს

კრისტალი ბიზნეს გეგმის დაწერა
BM. GE
02.11.23 13:44
13

კრისტალ კონსალტინგი მომხმარებლებს საგრანტო კონკურსებისთვის ბიზნესგეგმის მომზადების ახალ სერვისს სთავაზობს. სერვისი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც საქმიანობის წამოწყება ან განვითარება და ამ მიზნით საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა სურთ. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.

კომპანიის ახალი სერვისის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მეწარმეების ხელშეწყობაა, რათა მათ შესაბამისი ცოდნის მიღებითა და უნარების გამომუშავებით, დამატებითი დაფინანსება მოიპოვონ და საკუთარი საქმიანობის წამოწყება ან გაფართოება შეძლონ.

მიმდინარე ეტაპზე კრისტალ კონსალტინგი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მეწარმეებს სთავაზოვს ბიზნეს გეგმის მომზადებას. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია მეწარმე ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან სარგებლობდეს გრძელვადიანი იჯარით.

სერვისის განხორციელების ვადები და ღირებულება განისაზღვრება გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ კრისტალ კონსალტინგი, როგორც საკონსულტაციო პლატფორმა, 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მიერ შეიქმნა. იგი მცირე და საშუალო მეწარმეების, განსაკუთრებით მეწარმე ქალების ხელშეწყობას ძირითადად მენტორინგით ახორციელებს და მათ ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. „კრისტალ კონსალტინგის“ დახმარებით, მეწარმეები ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნას, ინფორმაციას, უნარებსა და კავშირებს იძენენ.

დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესგეგმის სერვისით სარგებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/A2w9NSuEFrETNGjh8