მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრისტალი" მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს აუმოქმედებს

5e6bc0052dbd7
BM.GE
13.03.20 21:14
1128
„კრისტალმა“, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულმა კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს ყველა მომხმარებელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა. საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე და პროცენტზე.

შეღავათით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვის ბიზნეს თუ სამომხმარებლო შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედა შექმნილმა ვითარებამ.
შეღავათით სარგებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოხმარებლები მიიღებენ ინდივიდუალურად. განაცხადების დამუშავება დაიწყება ორშაბათს, 16 მარტს, დისტანციურ რეჟიმში.

„კრისტალისთვის“ პრიორიტეტული იყო და იქნება მისი მომხმარებლების ეკონომიკური სტაბილურობისა და მეწარმეობის ხელშეწყობა.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები