მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიტიკა ადვილია, არა?! ვაქცინის მოპოვებაზე ყოველწუთიერი მუშაობა მიდის - გამყრელიძე

6013dd7c5af13
ინგა მურუსიძე
29.01.21 15:45
920
"კრიტიკა ადვილია, მაგრამ საქმის კეთებაა რთული", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებში გაჟღერებულ კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას ვაქცინის შემოსატანად მეტად ეფექტური ნაბიჯები უნდა გადაედგა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა წინა წლის აგვისტოში დაიწყო და ქვეყანას წელს "კოვაქსის" პლატფორმიდან მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინის მიღება აქვს გარანტირებული, თუმცა ჩვენი გეგმით, გვჭირდება 3,5 მლნ დოზა ვაქცინა, რომლის მოპოვებაზეც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს.

„კრიტიკა ადვილია, არა?! კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული. გარდა ამისა, გაცხადებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინის იმაზე მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი, ვიდრე სჭირდებათ, ჭარბ დოზებს საქართველოს გადაუნაწილებენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. ის, ჯერჯერობით, ძლიერი სახელმწიფოების, "დიდი შვიდეულის" ხელში არის. გუშინ ესპანეთმა კიდეც იჩივლა იმის გამო, რომ ვერ მიეწოდა იმდენი დოზა, რისთვისაც ფული უკვე გადაიხადა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები