მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრწანისის პარკი და გონიო მარინა - რა პროექტები იგეგმება $6 მილიარდიანი არაბული ინვესტიციით?

გონიო მარინა

არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში, ორ პროექტში 5,5 მილიარდ ევროზე მეტი ($5,7 მლრდ) ინვესტიციის ჩადების გეგმაზე განაცხადა. ამის შესახებ არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი პროექტია თბილისში კრწანისის პარკი, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება და მულტიფუნქციური პროექტი იქნება საცხოვრებელი და კომერციული ფართებით.

ხოლო ბათუმში, გონიო მარინას პროექტი ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე განთავსდება და მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს.

Eagle Hills-ის თავმჯდომარემ მოჰამედ ალაბარმა თქვა, რომ საქართველო „უზარმაზარ პოტენციალს ფლობს“.

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისსა და ბათუმში (გონიო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები