მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის და განათლების სამინისტროების სახელწოდებები ეცვლება - კანონპროექტი

მთავრობა

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები.

შესაბამისი ცვლილებებია ინიციირებული პარლამენტში და საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

აღნიშნული სამინისტროების სახელწოდებები განისაზღვრება - „კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“.

კანონპროექტით ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები